ეროვნული ლიგა 2

 2019/16/09 18:13

ეროვნული ლიგა 2
მერანმა სამტრედია დიდი ანგარიშით დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონს ძალიან მიუახლოვდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სამტრედია-მერანი თბილისი 0:3 

ეროსი მანჯგალაძე.სამტრედია

0:1 გეწაძე (20) 0:2 მიქაბერიძე (45) 0:3 ნიქაბაძე (65) 

სამტრედია: სეფიაშვილი, ცერცვაძე, კილასონია, კერძევაძე, საჯაია, სამუშია (75.ხაბეიშვილი), მესიაჩენკო, ქიქავა, გოგუა (65.რაჟამაშვილი), ღირდალაძე (46.ივანიაძე), ყურბანოვი.

მერანი თბილისი: თევდორაძე, კახელიშვილი, ფოფხაძე, თევზაძე, გაფრინდაშვილი, დათუნაიშვილი (89.ქარქუზაშვილი), ხაბელაშვილი, გეწაძე, მიქაბერიძე (76.ბოლქვაძე), დეისაძე, ნიქაბაძე (81.გოგოლაშვილი). 

გაფრთხილება: თევზაძე (57) კახელიშვილი (68). 

CRYSTALBET ეროვნული ლიგა 2-ის  26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში სამტრედიამ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უშუალო კონკურენტს, თბილისის მერანს უმასპინძლა  და 0:3 დამარცხდა. მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. სამტრედიელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. თბილისის მერანმა კი, საკუთარი მომენტები მაქსიმალურად გამოიყენა. შეიძლება იმის თქმაც, რომ დღევანდელ თამაშში მერანი სამტრედიაზე ერთი თავით მაღლა იდგა. გიორგი გაფრინდაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, ვარლამ კილასონიამ   უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც რევაზ გეწაძემ ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 

გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და ერთი რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. ნიჯატ ყურბანოვის პასის შემდეგ, გურამ სამუშია ურტყამდა კარის მიმართულებით, მაგრამ რევაზ თევდორაძემ საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ზედმეტად წინ წასულ სამტრედიას სტუმრების სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და გიორგი მიქაბერიძემ კონსტანტინე სეფიაშვილი ადგილზე გააშეშა. 

შეხვედრის 65-ე წუთზე კი, გიორგი ნიქაბაძემ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. 3:0 თბილისის მერანის სასარგებლოდ. 

ამ გამარჯვებით თბილისელებს სატურნირო ცხრილში 64 ქულა დაუგროვდათ და სამტრედიას 11 ქულით უსწრებენ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადგილის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები