ეროვნული ნაკრებები

 2019/05/02 17:39

ეროვნული ნაკრებები
მერაბ შარიქაძე: ძალიან მინდა, დიდი ანგარიშით მოვიგოთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 2019 წლის სეზონი იწყება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

   ყველას კარგად გვესმის, რომ პირველი თამაში რთულ მეტოქესთან გვიწევს. გასულ კვირაში სამდღიანი შეკრება გვქონდა, რის შემდეგაც, სამი დღე დავისვენეთ.  ახლა უშუალოდ მატჩისთვის მზადება დავიწყეთ. 

რუმინეთისა და პორტუგალიის მატჩის ვიდეო ვნახეთ. პორტუგალია მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ იყო და რუმინელებმა მარტივად იმარჯვეს. მათ ახალი არაფერი შემოუთავაზებიათ და ალბათ, ეცდებიან, ფიზიკურად დაგვჯაბნონ. თუმცა, რამდენად გამოუვათ, ეს სხვა საკითხია. მწარედ მახსოვს რუმინეთში ჩატარებული ბოლო მატჩი  და ძალიან მინდა, დიდი ანგარიშით მოვიგოთ. ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. 

სიმბოლურია, რომ მატჩი საქართველოს და რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავს ემთხვევა.  გვსურს, კვლავ შევინარჩუნოთ ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც დიდი ხანია ჩვენს საკუთრებაშია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები