თავისუფალი

 2018/16/05 21:13

თავისუფალი
ჩვენმა ნაკრებმა, მეორე საფინალო დღეს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ავტორი
ნინო ახობაძე

მაკედონიაში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მეორე საფინალო დღეს – 1 ვერცხლის და  3 ბრინჯაოს  მედლის მოპოვება შეძლო. 

ვერცხლის მედალს დავით აბდალაძე (55 კგ.) დაეუფლა. ბრინჯაოს მედლები კი, გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ.), სოლომონ მანაშვილმა (110 კგ.) და გიორგი ნებუნიშვილმა (80 კგ.)  მოიპოვეს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე  1 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალია.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები