თასი

 2018/24/10 16:38

თასი
მეოთხე ნახევარფინალისტი ტორპედოა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალის მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

შუქურამ ქუთაისის ტორპედო მიიღო და პირველი ტაიმის მოგების მიუხედავად, შეხვედრა მაინც წააგო – 1:3.

ქობულეთის წარმომადგენლები მალევე, მე-3 წუთზე, ომარ ბულუხაძის გოლით დაწინაურდნენ. გაშვებულმა გოლმა სტუმრებზე იმოქმედა და გუნდმა შეუტია. მცდელობების მიუხედავად, პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის კოშმარულად დაიწყო. ტორპედომ 9-წუთიან ინტერვალში სამი ბურთი გაიტანა და შეხვედრაში ყველაფერი გადაწყვიტა. 51-ე წუთზე, თავი მერაბ გიგაურმა გამოიჩინა. 3 წუთში სტუმრები თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა, ხოლო მე-60 წუთზე, საბოლოო ანგარიში გიორგი ქიმაძემ დააფიქსირა – 3:1.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში თბილისის დინამო, გაგრა და თელავი გავიდნენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები