ეროვნული ნაკრებები

 2019/30/08 20:23

ეროვნული ნაკრებები
მეთ ტეილორი: საქართველოს ნაკრები ექვს ერში თამაშს იმსახურებს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

საქართველოსთან დაპირისპირებამდე შოტლადიელთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა, მეთ ტეილორმა, კომენტარი გააკეთა:

–  ვიცი, რომ შოტლანდიის ნაკრები პირველია, რომელიც წამყვანი დონის გუნდის სტატუსით საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის. მორაგბეებმა იციან, რომ მაღალი დონის სპორტსმენების წინააღმდეგ უწევთ თამაში. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა შედეგით დასრულდება ხვალინდელი დაპირისპირება. ფაქტი ერთია, რომ საქართველო იმ დონის ნაკრებია, რომელიც „ექვს ერში" თამაშს იმსახურებს.

შეგახსენებთ, „ბორჯღალოსნებისა“ და სქოთების დაპირისპირება 31 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება („დინამო არენა“).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები