ესპანეთი

 2019/23/07 02:11

ესპანეთი
მარსელო: აზარს ნეიმარი მირჩევნია
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფეხბურთელმა, მარსელომ, განაცხადა, რომ ედენ აზარს ნეიმარ ჟუნიორი ურჩევნია. 

მისი თქმით, სამხრეთამერიკელი შემტევი მცველებისთვის „ამოუცნობია“: 

  ჩემთვის ნეიმარი უკეთესია. ის აზარზე არაპროგნოზირებადი შემტევია, მისი გაკონტროლება გაცილებით რთულია. როცა მცველი ხარ და ნეიმარის წინააღმდეგ თამაშობ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები,   აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, ბელგიელი მოთამაშე „სამეფო კლუბში“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები