საფრანგეთი

 2019/13/08 17:26

საფრანგეთი
მარსელმა მსოფლიო ჩემპიონი ცუდი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მარსელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ადილ რამი, ცუდი ყოფაქცევის გამო, კლუბიდან გააგდო. 

L'Equipe-ს ცნობით, კლუბის მიერ ფეხბურთელისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ 33 წლის მცველი ცუდი ყოფაქცევისთვის გაათავისუფლეს. მან ვარჯიში სატელევიზიო რეალითი შოუს გამო გააცდინა.

ივლისში კლუბის პრეზიდენტმა, ჟაკ-ჰენრი ერაუდმა, რამის აცნობა, რომ მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, მისი ვალდებულებები გაიზარდა. ამასთან, გასულ თვეს მედია მისი და ამერიკელი მსახიობის, პამელა ანდერსონის დაშორების ამბავმა მოიცვა.

რამიმ ამერიკაში მარსელის წინასასეზონო მზადება გამოტოვა და ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაშიც არ იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კლუბმა ზედმეტი საუბრის გარეშე, მისი გაგდება გადაწყვიტა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები