ევროტურნირები

 2018/26/04 09:23

ევროტურნირები
მარსელი-ზალცბურგი – მატჩის პრევიუ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს მარსელის „ველოდრომზე", ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში, ადგილობრივი ოლიმპიკი ზალცბურგს უმასპინძლებს. ეს გუნდები, მიმდინარე სეზონში, უკვე შეხვდენ ერთმანეთს გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე. მარსელში შეხვედრა ფრედ – 0-0 დასრულდა. საკუთარ მოედანზე კი, ზალცბურგმა შეძლო ფრანგების დამარცხება.

მარსელმა წინა ეტაპზე, ძალიან დრამატულ ბრძოლაში, ლაიფციგი გამოთიშა ასპარეზობიდან. ავსტრიელებმა კი, ბევრისგან მოულოდნელად, იტალიურ ლაციოს სძლიეს.

მარსელის ოლიმპიკი,  ევროპა ლიგის მიმიდინარე გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია (7 გამარჯვება, 1 ფრე).

ფრანგებმა ავსტრიული კლუბების წინააღმდეგ ჩატარებული 6  მატჩიდან, მხოლოდ ორჯერ მოახერხეს გამარჯვება. 

მარსელისა და ზლცბურგის მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23:05 გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები