მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/04/06 23:50

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
მაროკომ სლოვაკეთი დაამარცხა [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მაროკოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. დღეს მაროკოელები ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკეთს გაეჯიბრნენ და მეტოქე 2-1 დაამარცხეს. ანგარიში 59-ე წუთზე, გრეგუშის გოლით გაიხსნა და სლოვაკები დაწინაურდნენ. თუმცა, მაროკოელებმა ზუსტად ათ წუთში შეძლეს მატჩის შემოტრიალება. მათ რიგებში, გატანილი გოლებით, თავი ელ ქააბიმ და ბელანდამ გამოიჩინეს.

მაროკოს ნაკრები რუსეთის მუნდიალზე B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, ესპანეთის და ირანის ნაკრები გუნდები იქნებიან.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები