ესპანეთი

 2019/17/09 10:59

ესპანეთი
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი: სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს. პირველი ტურის უდავოდ გამორჩეული შეხვედრა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება, რომელშიც დორტმუნდის ბორუსია კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ბარსელონას მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უპასუხა. 

– ძალიან რთული მატჩი გველის. დორტმუნდმა ბუნდესლიგა საოცრად დაიწყო და ძალიან კარგ ფორმაშია. ამას ისიც ემატება, რომ  „სიგნალ იდუნა პარკზე“  თამაში ნებისმიერი გუნდისთვის „ჯოჯოხეთია. დორტმუნდს საოცარი გულშემატკივრები ჰყავს და ისინი მათ  საყვარელ გუნდს 90 წუთის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობენ. 

ახალ სეზონს ახალი ამბიციებით და მიზნებით ვხვდებით. ბოლო ორ სეზონში რომასთან და ლივერპულთან მარცხიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რათა ეს აღარ განმეორდეს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები