იტალია

 2019/19/08 14:35

იტალია
მარიო ბალოტელიმ ახალი კლუბი იპოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მარიო ბალოტელი სამშობლოში დაბრუნდა და ბრეშას რიგებში იასპარეზებს. იტალიელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

29 წლის შემტევმა უკანასკნელი 3 სეზონი საფრანგეთში გაატარა. ჯერ ნიცას შემადგენლობაში გამოდიოდა, ხოლო დასკვნითი სეზონის მეორე ნახევარი მარსელში გაატარა. როგორც იტალიურმა გუნდმა აღნიშნა, ბალოტელის გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ ზუსტი ხანგრძლივობა ცნობილი არაა.

თავის დროზე, ბალოტელის იტალიური მილანისა და ინტერის რიგებში უასპარეზია. ამ უკანასკნელ კლუბში 17 წლის მარიო ლუმეზანედან გადავიდა, სადაც ფეხბურთის თამაში დაიწყო. ბრეშამ გასულ წელს სერია ბ მოიგო და ახალ სეზონში იტალიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები