ნიჩბოსნობა

 2019/03/08 13:13

ნიჩბოსნობა
მარიამ ქერდიკაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ახალგაზრა ქართველი ნიჩბოსნის მორიგი წარმატება. რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარიამ ქერდიკაშვილმა, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. 

მარიამმა მანძილი 49 წამსა და 304 მეასედში დაფარა. მსოფლიო ჩემპიონი პოლონელი დოროტა  ბოროვსკა გახდა. ვერცხლის მედალს  რუსეთის წარმომადგენელი ქსენია კურახი, ბრინჯაოს კი ბელარუსი  ალენა ნაზდროვა დაეუფლა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები