ეროვნული ნაკრებები

 2019/17/08 21:20

ეროვნული ნაკრებები
მარცხი ოვერტაიმში, 16-წლამდელები მე-20 პოზიციას დასჯერდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა მე-20 ადგილზე დაასრულა. უკანასკნელ შეხვედრაში სლოვაკებს დავუპირისპირდით და ორი ოვერტაიმის დავმარცხდით – 86.87.

შეხვედრა ჩვენი უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი 21:16 მოვიგეთ, მაგრამ შესვენებისას უკვე 4 ქულას ვაგებდით – 34:38. მეორე ტაიმი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ჯერ სხვაობა 3 ქულამდე შევამცირეთ, ხოლო მეოთხე მეოთხედში წინაც გავედით. წუთიტა და 46 წამით ადრე 66:63 ვიგებდით. რამდენიმე დაკარგვის შემდეგ, სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა, ხოლო 14 წამით ადრე როლანდ დევიძემ არასპორტული ჯარიმა მიიღო და საბედნიეროდ, მეტოქემ მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა – 66:66.

ოვერტაიმში თანაბარი თამაში წარიმართა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. 14 წამით ადრე როლანდ დევიძემ მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა და ორი ქულით დავწინაურდით. 7 წამში სლოვაკებმა ისევ გაათანაბრეს და მორიგი ოვერტაიმი დაიწყო. დიმიტრი ჯაკობოვის შეგირდებმა მოუმატეს და 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. თითქოს გადაწყვეტილ შეხვედრაში მეტოქემ დაბრუნება მაინც შეძლო და წინაც გავიდა. უკანასკნელ წუთზე ლუკა ავალიანის საჯარიმოებით ლიდერობა დავიბრუნეთ, მაგრამ იღბალმა ისევ ზურგი გვაქცია და შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ჰრონსკიმ სლოვაკეთს მოაგებინა – 87:86.

საქართველოს ნაკრებს 25 ქულით ლუკა ლიკლიკაძემ ულიდერა. 24 ქულა ლუკა ავალიანის ანგარიშზეა. სანდრო კასაბურმა 13 ქულა მიითვალა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები