ესპანეთი

 2019/10/08 19:50

ესპანეთი
Marca: ლუკა მოდრიჩმა გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალის ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა, ყველა შეთავაზება დაბლოკა და მომავალ სეზონშიც „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილია, ხორვატი ნახევარმცველის დამატება მილანის ხელმძღვანელების ინტერესში იყო, მაგრამ ზვონიმირ ბობანმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, ლუკა მოდრიჩი „სამეფო კლუბის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მან გუნდის მაისური 303-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები