ესპანეთი

 2019/20/04 00:18

ესპანეთი
Marca: ედენ აზარი 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალი და ლონდონის ჩელსი ედენ აზარის ტრანსფერზე შეთანხმდენენ. წყაროს მტკიცებით, ბელგიელი შემტევი „სამეფო კლუბში“ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ, გადავა. 

„ბლანკოსის“ ხელმძღვანელები მას 6-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. მისი ყიდვა ზინედინ ზიდანის „ოცნებაა“ და ფლორენტინო პერესი ყველაფერს აკეთებს, რათა ფრანგ დამრიგებელს ასიამოვნოს, რომელმაც „ბერნაბეუს“ ბინადრებს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა. 

მიმდინარე სეზონში აზარმა 44 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები