ევროთასები

 2018/30/04 18:47

ევროთასები
მაქსიმ მაშანო ჩემპიონთა თასის ფინალს გამოტოვებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ფრანგულ სარაგბო კლუბ „რასინგ 92-ს“, გუნდის ძირითადი  ცხრა ნომერი, მაქსიმ მაშანო გამოაკლდა. მაშანომ მუხლის ტრავმა რასინგისა და ბორდოს შეხვედრისას მიიღო, სადაც მისმა გუნდმა 39-15 იმარჯვა. საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩემპიონთა თასის ფინალსაც გამოტოვებს, რომელსაც „რასინგ 92“, 12 მაისს, ბილბაოში, ლენსტერის წინააღმდეგ გამართავს. 29 წლის ნახევარმცველი, ივნისში, ვერც საფრანგეთის ნაკრებს დაეხმარება, როდესაც „ლე ბლე“ ახალი ზელანდიის ტურნეზე გაემგზავრება.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები