ინგლისი

 2019/09/08 20:36

ინგლისი
მანჩესტერ სიტის ახალი კაპიტანი ჰყავს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

მანჩესტერ სიტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ახალი სეზონიდან „ქალაქელებს“ დავიდ სილვა უკაპიტნებს.

როგორც ცნობილია, 33 წლის ნახევარმცველისთვის 2019-2020 წლების სეზონი ინგლისელების ბანაკში ბოლო იქნება.

შეგახსენებთ, გასული სეზონის ბოლოს პეპ გვარდიოლას შეგირდების რიგები დატოვა და ანდერლეხტის მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა ვინსენ კომპანი, რომელიც წლების განმავლობაში სიტის კაპიტანი იყო.

სილვა მანჩესტერელების წევრი 2010 წელს გახდა და მას შემდეგ, 12 ტიტული მოიგო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები