ინგლისი

 2019/04/08 21:07

ინგლისი
მანჩესტერ სიტი ინგლისის სუპერთასის გამარჯვებულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ხოსეპ გვარდიოლას და მანჩესტერ სიტის მორიგი ინგლისური ტიტული – ინგლისის მოქმედი ჩემპიონი და თასის  მფლობელი ინგლისისის სუპერთასის შეხვედრაში პრემიერ ლიგის მეორეადგილოსან ლივერპულს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. 

შეხვედრაში ანგარიში მანჩესტერლებმა გახსნეს. მე-12 წუთზე თავი რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩინა. 

ამის შემდეგ, მერსისაიდელებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. ერთ მომენტში ლივერპულს გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა. მერსისაიდელებმა მაინც გაიტანეს. ვირჯილ ვან დეიკის პასით, ჟოელ მატიპმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის მიწურულს მოჰამედ სალაჰს ყველაფრის დამთავრება შეეძლო, მაგრამ კაელ უოლკერმა თავგანწირული ნახტომით გუნდი მარცხს გადაარჩინა. 

საბოლოოდ, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. სიტის ფეხბურთელებმა 5-ვე პენალტი ზუსტად შეასრულეს, ლივერპულის მხრიდან კი, ერთადერთი დარტყმა ჯორჯინიო ვაინალდუმმა გააფუჭა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები