ძიუდო

 2019/01/09 15:39

ძიუდო
ადამიანი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოკიოს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, სადაც არაერთი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. მათ შორის ერთი-ერთი სენსაციის ავტორი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კიდევ უფრო ხმაურიანი სენსაცია 100 კგ-ში ვიხილეთ. 26 წლის პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა, რომელსაც აქამდე მნიშვნელოვანი ტიტული არასოდეს მოეგო, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩემპიონობისთვის მიმავალ გზაზე ფოსეკამ ვარლამ ლიპარტელიანი, ელმარ გასიმოვი და ნიაზ ილიასოვი დაამარცხა. გეტყვით იმასაც, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიისთვის ეს პირველი ოქროს მედალია. 

ჟორჟე ფონსეკა 26 წლისაა. 2015 წელს მას სიმსივნე დაუდგინდა და ძიუდოს კარიერა კი არა, სიცოცხლეც ბეწვის ხიდზე ეკიდა.  მან მძიმე დაავადება დაამარცხა და 4 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები