ხელბურთი

 2018/09/05 21:49

ხელბურთი
მამული ქარიშხალას ფეხის დაცდენას ელოდება
ავტორი
ირაკლი გოგავა

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, ლიდერებმა ორ-ორი ქულით წაიწიეს წინ: თბილისის მამულმა 25-23 დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, ქარიშხალამ კი 23-17 მოუგო აჭარას.

ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 3 ტურია. ლიდერები ერთმანეთში აღარ თამაშობენ და დარჩენილ მატჩებში ქულების დაკარგვის უფლება არა აქვთ. თუ ორივემ თანაბარი ქულებით დაასრულა შეჯიბრი, ჩემპიონად ქარიშხალა გამოცხადდება, რადგან მამულთან შედარებით, უკეთესი პირადი ბალანსი აქვს (24-19, 19-22).

დღესვე, სამტრედიამ პეგასი დაამარცხა – 17-12, ხოლო ჩემპიონატის შარშანდელმა გამარჯვებულმა ყვარელმა,  წყალტუბოს მოუგო – 15-11.

ხვალ სპორტკომპლექს არენაში თამაშობენ: მამული-სამტრედია, აჭარა-ყვარელი, წყალტუბო-ქარიშხალა, პეგასი-ფოთი. ჩემპიონატი 12 მაისს დასრულდება.

ქარიშხალა - აჭარა 23-17

ქარ: არაბაჯევი; ქ. ცინცაძე 11, ა. ჩხაიძე 5, ი. ჩხაიძე 2, ხმელაძე 2, ციცქიშვილი 2, მ. ცინცაძე 1, ბიძინაშვილი, თათარაშვილი, კეკუტია, კერესელიძე, ლობჟანიძე;

აჭ: ქარჩავა, საფარიძე; ქამაშიძე 9, კომახიძე 3, დვალიშვილი 3, ცივნარიძე 1, მეგი მურუსიძე 1, მარიამ მურუსიძე, ხოხბა, კოჩალიძე, ძნელაძე, აიოზბა, ირემაძე, გაბეჩავა

სამტრედია - პეგასი 17-12

სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი; ბურკაძე 9, რუსია 3, ფოცხვერია 2, მ. ჯოჯუა 2, კარტოზია 1, ტყეშელაშვილი, ცირეკიძე;

პეგ: ჯიქურაშვილი, ბარამიძე; ე. ჩხაიძე 8, ქებაძე 2, კორძაია 1, ტარტარაშვილი 1, ქ. ჩოგოვაძე, ბაღაშვილი, კაპანაძე, საბაშვილი, ასიტაშვილი, პაპუაშვილი, სვანიძე

ყვარელი - წყალტუბო 15-11

ყვ: ამონაშვილი; ფუღიაშვილი 5, სურამლიშვილი 4, მიხელიძე 3, მ. ტეტოშვილი 2, სმოიანი 1, საზანიშვილი, თავღორაშვილი, იოსებაშვილი

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი; ჩირგაძე 4, ჯიმშელეიშვილი 3, დარსაველიძე 2, ჯიშკარიანი 1, მამარდაშვილი 1, ხეცურიანი, ნიკოლეიშვილი, ფანცხავა, ლაღაძე, ბენდელიანი

ფოთი - მამული 13-25

ფოთ: ფიფია; გოგია 4, გვათუა 3, სურგულაძე 3, ბჟალავა 2, რიჟამაძე 1, ბაირამიდი, გორგაძე, თ. რურუა, გეგენავა

მამ: ვარდიშვილი, გორჯოლაძე; ყველაშვილი 10, იაშვილი 6, შახულოვი 5, ჯავახიშვილი 3, დანელია 1, ე. ბერიკაშვილი, ველიჯანაშვილი, ჩუხატურიანი, ქობალია

სატურნირო ცხრილი:

1. ქარიშხალა 11 9 1 1 259-193 19

2. მამული 11 9 1 1 251-160 19

3. ოქროს ვერძი 11 6 2 3 169-167 14

4. წყალტუბო 11 6 0 5 144-165 12

5. სამტრედია 11 3 5 3 163-168 11

6. აჭარა 11 2 2 7 138-171 6

7. ყვარელი 11 2 0 9 170-198 4

8. პეგასი 11 1 1 9 144-216 3



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები