ლეგიონერები

 2018/01/11 02:44

ლეგიონერები
მაკფადენმა ტენერიფეს კვლავ მოაგებინა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ტად მაკფადენის ტენერიფე ვენეციას ესტუმრა. ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს 100%-იანი შედეგი ჰქონდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომელიც ესპანელებმა 72:65 მოიგეს.

ამ გამარჯვებაში ლომის წვლილი ტად მაკფადენმა დაიდო, ვინც 25'23 წუთში 21 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 7-დან 4 საშუალო, 6-დან 2 სამიანი და შვიდივე საჯარიმო გამოიყენა.

ტენერიფეს ოთხივე მოგება აქვს და პირველ ადგილს იკავებს. მათი მორიგი მეტოქე სარაგოსა იქნება. შეხვედრა 3 ნოემბერს, 23:30 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები