ფეხბურთი

 2018/08/05 16:23

ფეხბურთი
მადრიდელები ფინალს დანაკლისით ხვდებიან
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

The Sun-ის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკო, ევროპა ლიგის ფინალის სათამაშოდ, ლიონში დანაკლისით ჩადის. წყაროს ცნობით, კლუბს, დიდი ალბათობით, ვიტოლო ვერ დაეხმარება.

აღნიშნული ფაქტის მიზეზი, ლა ლიგის 36-ე ტურში მიღებული ტრავმაა. სიმეონეს შეგირდები ესპანიოლს ეთამაშებოდნენ, როდესაც ამ უკანასკნელმა მუხლქვეშა მყესი დაიზიანა. 

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის ფინალში, როხიბლანკოს წარმომადგენლები მარსელს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16 მაისსაა დაგეგმილი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები