ლეგიონერები

 2018/17/05 03:46

ლეგიონერები
მაჭარაშვილის საგოლე პასი და გამარჯვება პალანგასთან [VIDEO]
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიტვის ა-ლიგის მე-14 ტურში პალანგამ სტუმბრასი მიიღო. ორივე მათგანს თანაბარი – 13-13 ქულა ჰქონდა, ამიტომ გამარჯვებაზე უარს არც ერთი იტყოდა. საბოლოოდ, სტუმრებმა (2:0) იმარჯვეს და ცხრილშიც წინ წაიწიეს.

სათადარიგოთა სკამზე დაიწყო სტუმბრასის ნახევარმცველმა, ლევან მაჭარაშვილმა. თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში გახსნილი არ იყო. 3 წუთში, კუთხურიდან ჩაწოდებული გალკევიჩიუსმა შეაგდო. ხოლო 82-ე წუთზე ლევანმა სეგოტას გაატანინა. 

სტუმბრასი ცხრილში მე-5 პოზიციაზეა. შემდეგ ტურში კი ლიდერ სუდავას ესტუმრებიან. მატჩი 22 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები