ლეგიონერები

 2018/08/05 21:09

ლეგიონერები
მაჭარაშვილის გუნდმა საკუთარ კედლებში წააგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიტვის უმაღლესი ჩემპიონატის მე-12 ტურში, სტუმბრასმა კაუნო ჟალგირისი მიიღო. ორივე გუნდს თანაბარი – 10-10 ქულა ჰქონდა, ფავორიტად კი მასპინძლები მოიაზრებოდნენ. თუმცა, შეხვედრა სტუმრებმა (2:0) მოიგეს.

სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო ქართველმა ნახევარმცველმა, ლევან მაჭარაშვილმა, რომელმაც შეხვედრაში, 56-ე წუთზე, ლუკას ცერკაუსკასი შეცვალა. ამ დროისთვის სტუმრები 1:0-ს იგებდნენ. ლევანის შემოსვლამ ანგარიშზე გავლენა ვერ მოახდინა და საბოლოოდ, კაუნო ჟალგირისმა 2:0 იმარჯვა.

პირველი გოლი მე-14 წუთზე  ჟოაო ფიგუერედომ გაიტანა. 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი, მასპინძელთა მხრიდან, ლუკას ვილელამ ვერ გამოიყენა, 6 წუთში კი მსგავსი ნიშნულიდან პილიბაიტისმა ზუსტად შეასრულა დარტყმა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:0.

12 ტურის შემდეგ სტუმბრასი, ბოლოს წინა, მეშვიდე პოზიციაზეა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები