თავისუფალი

 2018/08/06 19:05

თავისუფალი
მაჭარაშვილი, კენჭაძე და სულავა ნახევარფინალში დამარცხდნენ
ავტორი
ნინო ახობაძე

სტამბულში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, შეჯიბრის პირველ დღეს, ნახევრაფინალში სამი ქართველი ფალავანი ასპარეზობდა.

სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა მოიპოვა გამარჯვება.

ნიკა კენჭაძემ (79 კგ.) რუს ვალიევთან დათმო შეხვედრა. ასევე, რუს მაჰომედოვთან დამარცხდა  გივი მაჭარაშვილი (97კგ.) ანგარიშით –  11-3.

გიორგი სულავას (70 კგ.) მეტოქე  თურქი უსლუ გახლდათ, რომელთანაც ჩვენებურმა ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა, მინიმალური ანგარიშით – 5-5. 

სამივე სპორტსმენი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის  იბრძოლებს.

ფინალური შეხვედრები 19:00 საათიდან
 დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები