გერმანია

 2019/29/07 22:25

გერმანია
მათეუსის მემკვიდრე. 20 წლის ფეხბურთელი „ფარმაცევტებიდან“
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა, ადგილობრივ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გასულ სეზონში ბუნდესლიგაში საუკეთესო მოთამაშე 20 წლის კაი ჰავერტცი იყო, რომელიც ამჟამად, ლევერკუზენის ღირსებას იცავს.

– ეს ბიჭი ნამდვილად გახდება მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. მიმაჩნია, რომ ის გასულ სეზონში ყველაზე კარგად გამოიყურებოდა,  აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, კაიმ „ფარმაცევტების“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები