ლეგიონერები

 2019/02/07 19:02

ლეგიონერები
ლუკა ზარანდია ბელგიაში დაბრუნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ქართველი ნახევარმცველი, ლუკა ზარანდია, კარიერას ზულტე ვარეგემში გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გააფორმა.

23 წლის ფეხბურთელი ბელგიაში არკას რიგებიდან შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ზარანდია თავის დროზე გენკის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ძირითადში არ უთამაშია. 

ორმაგად ფოკუსირებული და მოტივირებული ვარ, რომ ზულტე ვარეგემში წარმატებას მივაღწიო. ვაპირებ იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე აქამდე. იმ გამოცდილებით, რაც პოლონეთის უმაღლეს დივიზიონში მივიღე, მსურს, ახალ კლუბში ჩემი თავი წარმოვაჩინო, – განაცხადა ზარანდიამ.

ჩვენებურმა პოლონურ კლუბში 3 სეზონი გაატარა, რა დროის განმავლობაშიც, პოლონეთის თასი და ორჯერ სუპერ თასი მოიგო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები