ეროვნული ლიგა

 2019/09/08 21:22

ეროვნული ლიგა
ლუკა გადრანი ირანში ითამაშებს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

საფეხბურთო კლუბ რუსთავის მცველი, ლუკა გადრანი, კარიერას ირანის შაჰინ ბუშერში გააგრძელებს. გადრანი ქვემო ქართლელთა ბანაკში 2018 წელს ჩაირიცხა. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა. 

შეგახსენებთ, შაჰინ ბუშერის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე, მაქსიმე ქვილითაია  იცავს.

აღნიშნული კლუბი გასულ წელს პირველ დივიზიონში გამოდიოდა და მეორე ადგილზე გავიდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები