ასაკობრივი ნაკრები

 2018/17/05 12:26

ასაკობრივი ნაკრები
ლომაია: ჩვენ უფრო გაგვიმართლა და მოვიგეთ
ავტორი
ლუკა ახალაძე

აზერბაიჯანისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა გიორგი ლომაიასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერეს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ყოფილი კიპერი ვასილ მაისურაძის სამწვრთნელო შტაბის წევრია და სწორედ ამ მიზეზით იმყოფებოდა ბაქოში.

 

ალბათ, თქვენთვის სასიამოვნო იყო ბაქოში განმეორებით ჩამოსვლა.

– რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი ხომ ჩემთვის მეორე სამშობლოსავითაა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ აქ. სასიამოვნო იყო მეგობრებთან შეხვედრაც.

– მატჩის შესახებ რას იტყვით?

– თანაბარი თამაში გამოვიდა. აზერბაიჯანის ნაკრებში ვნახე რაშად სადიხოვის ნამუშევარი. ორივე გუნდმა საკმარისი რაოდენობის მომენტი შექმნა, მაგრამ ჩვენ უფრო გაგვიმართლა და მოვიგეთ კიდეც.

– გქონდათ სურვილი დაგემარცხებინათ აზერბაიჯანი და გეჩვენებინათ, რომ ქართული ფეხბურთი უფრო ძლიერია?

– ჩვენ ყოველთვის გვინდა გამარჯვება, იმის მიუხედავად, ვინ არის მეტოქე. კარგია, რომ მოვიგეთ. მინდა, თქვენს გუნდს წარმატება ვუსურვო შესარჩევ ციკლში. ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ისეთი ეროვნული ნაკრები გუნდებისთვის, როგორიც ჩვენია.

– რით შეიძლება აიხსნას ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ქართველი ფეხბურთელების რიცხვი შემცირდა აზერბაიჯანში. იქნებ, ჩვენს ფეხბურთში უფრო ნაკლები ფულია ახლა?

– უმჯობესია, ამ კითხვით თქვენს კლუბებს მიმართოთ. წესით, მათ უნდა გამოიჩინონ ინტერესი ჩვენი ფეხბურთელების მიმართ.

– თქვენი ყოფილი კლუბის თამაშებს თუ ადევნებთ თვალს?

-რა თქმა უნდა და წარმატებას ვუსურვებ მას თასის ფინალში. ვეცდები, ჩამოვიდე გაბალაში, რათა გადამწყვეტ შეხვედრას დავესწრო. იმის მიუხედავად, რომ კლუბმა სახელმწოდება შეიცვალა, ამ გუნდს მაინც მშობლიურად მივიჩნევ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები