დიდი 10

 2018/23/12 16:11

დიდი 10
ლოკომოტივი იტალიელებმა ვერა, მაგრამ კახელებმა წააქციეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

იტალიური ტურნედან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი პატარძეულის ვეფხვებს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 19:32 დამარცხდა. 

პატარძეულელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და თბილისელებს თავიანთი ძლიერი მხარეების გამოყენების საშუალება არ მისცეს. კახელები შერკინებაშიც კი, მედგრად გაუმკლავდნენ მეტოქეს. ისინი რაქში ბურთს დროულად ხურავდნენ და აგრესიულ დაცვას თამაშობდნენ. მაგრამ, იყო შეცდომებიც, რის გამოც, დააისაჯნენ კიდეც – დაჩი კოპაძემ რაქში ბურთი მოიპარა, სრულიად დაუცველ ნულოვან ზონაში შეუტია და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მიისეირნა. ბექა წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ვეფხვები, პირველ ტაიმში, სულ ორჯერ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და ლაშა გურგენიძემ, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში უდაოდ გამორჩეული იყო მოედანზე, საჯარიმო დარტყმები ზუსტად შეასრულა. (7:6) 

მეორე ნახევარი პატარძეულელებისთვის ცუდად დაიწყო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ნიკა ამაშუკელმა, მოედნიდან გიორგი ჟღენტი გაასინბინა, რითაც „ლოკომ" მალევე ისარგებლა და ბექა წიკლაურმა ლელო გაიტანა. 

ამის შემდეგ, ვეფხვებმა მოუმატეს. ლაშა გურგენიძემ ორი საჯარიმო დარტყმით ანგარიში ორ ქულამდე შეამცირა. ზუსტად ორ წუთში კი, მისი 52 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ვეფხვები წინ გავიდნენ.   თემურ ბენდიაშვილის  შეგირდებმა, ნიკოლოზ ჩიღვინაძის ლელოთი მალევე უპასუხეს მეტოქეს, მაგრამ... ბოლო წუთებში, პატარძეულელებმა მეტოქე საკუთარ  22-მეტრიან ზონას მიაჯაჭვეს, რის შემდეგაც, ვანო გაბროშვილისა და ვაჟა მამულაშვილის ლელოებით წინაც გავიდნენ. ლაშა გურგენიძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც ერთი ჯარიმაც მიაყოლა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 32:19.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები