დიდი 10

 2018/06/05 17:16

დიდი 10
ლოკომოტივი დიდ ფინალში იასპარეზებს!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასრულდა წინასწარი ფინალი, სადაც ერთმანეთს ლოკომოტივი და ჯიქი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „რკინიგზელთა" გამარჯვებით, 22:13 დასრულდა.

მოგეხსენებათ, დიდი 10-ის ფლეი-ოფები ავსტრალიური სისტემით ტარდება. მართალია, ლოკომოტივმა ფინალში გასასვლელად აიასთან წააგო, მაგრამ მცირე ფინალში გადაინაცვლა, სადაც საჩემპიონო მატჩში მოხვედრის კიდევ ერთი შანსი მიეცა და გამოიყენა კიდეც. 

ჯიქმა მატჩი კარგად დაიწყო. მამუკა ნინიძემ, მე-12 წუთზე, ჯარიმით გახსნა ანგარიში. მალევე, ლოკომოტიველი შალვა მამუკაშვილი  სინ ბინით დაისჯა. მის არყოფნაში კი, მამუკა ნინიძემ მორიგი ჯარიმა გამოიყენა – 0:6. ამის შემდეგ, კაცნაკლული ლოკომოტივი გააქტიურდა და მე-16 წუთზე, ლაშა ფოფხაძემ ლელო დადო. გარდასახვა არაზუსტი იყო. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

მეორე ნახევარი ჯიქისთვის ცუდად დაიწყო. 46-ე წუთზე, მოედნიდან 10 წუთით დიტო კიკნაძე გააძევეს. მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს ამ უპირატესობით და ამ მონაკვეთში, 10 ქულა მოიპოვეს - გიგა გაგოშვილის ლელო უშეცდომოდ გარდასახა რამაზ ხარაზიშვილმა. 7 წუთში, ამ უკანასკნელმა ჯარიმაც გამოიყენა – 15:6. მალევე, გაგოშვილი-ხარაზიშვილის დუეტმა მორიგი 7 ქულა მოუტანა გუნდს. პრესჯიჟის ლელო სტუმრებმა 72-ე წუთზე დადეს. მისი ავტორი რობერტ სუთიძეა, გარდასახვა მამუკა ნინიძემ გამოიყენა – 22:13. 

დიდი ფინალი 13 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ჩემპიონობისათვის აია და ლოკომოტივი შეერკინებიან ერთმანეთს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები