ინგლისი

 2018/17/10 21:49

ინგლისი
ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ხალხს ძარცვავდა
ავტორი
გოგა წურწუმია

კრისტალ პალასის ფეხბურთელმა, მამადუ სახომ, ბრიტანულ მედიასთან წარსულზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვობაში ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. 

– ძალიან რთული ცხოვრება მქონდა. ვიცი, რას ნიშნავს სიცივეში ყოფნა და 3 დღე მშიერი სიარული. ქუჩაში მეძინა და მოწყალებას ვითხოვდი. ხალხს ვძარცვავდი, რომ საჭმლის ფული მქონოდა. ეს მომენტები დამეხმარა იმაში, რომ ძლიერი ადამიანი ვყოფილიყავი, – განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, სახო ლივერპულსა და პსჟ-ში ირიცხებოდა. საფრანგეთის ნაკრებში 28 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები