ინგლისი

 2019/10/08 01:31

ინგლისი
ლივერპულის კარგი სტარტი
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

პრემიერ ლიგის 2019-2020 წლების სეზონი ლივერპულისა და ნორვიჩის მატჩით გაიხსნა.

მერსისაიდელებმა პირველ ტაიმში მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებიდან თავი სალაჰმა, ორიჯიმ, და ვან დაიკმა გამოიჩინეს. საწყის წუთებში (მე-7 წუთი) „იადონების“ კაპიტანმა, ჰენლიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს და პრესტიჟის გოლიც გაიტანეს. ფინელმა თავდამსხმელმა, პუკმა 64-ე წუთზე ბუენდიას გადაცემა გამოიყენა და ადრიანის კარი დალაშქრა (1:4).

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და იურგენ კლოპის შეგირდებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები