ინგლისი

 2018/09/11 21:22

ინგლისი
ლივერპული იყიდება: „ენფილდთან“ არაბი შეიხების რიგი დგას
ავტორი
გოგა წურწუმია

New York Post-ის ინფორმაციით, შესაძლოა, საფეხბურთო კლუბი ლივერპული  გაიყიდოს. წყაროს ცნობით, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ამის შესახებ მედიასთან საუბარი მერსისაიდული გრანდის ყველა წარმომადგენელს ეკრძალება. 

როგორც ირკვევა, ლივერპულის ამერიკელი მფლობელი, ჯონ ჰენრი, ძირითადად არაბი შეიხების შეთავაზებით ინტერესდება და რამდენინე ვარიანტს განიხილავს. მას 2 მილიარდის მიღება სურს. 

ჰენრისა და ტომ ვერნერის დაარსებულმა კომპანია Fenway Sports Group-მა ლივერპული 2010 წლის ოქტომბერში, 477 მილიონ დოლარად შეიძინა. ამჟამად The Forbes მერსისაიდულ გუნდს 1,9 მილიარდ დოლარად აფასებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები