ძიუდო

 2019/30/08 10:51

ძიუდო
ლიპარტელიანის არადამაჯერებელმა ჭიდაობამ მეოთხედფინალში ცუდი შედეგი გამოიღო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატზე ამჯერადაც ოქროს მედლის გარეშე დარჩა. მეოთხედფინალში ქართველი ფალავანი პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეგას დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლიპომ მეოთხედფინალამდე ორივე შეხვედრა მოიგო, დღეს მან ვერ აჩვენა თავისი ჭიდაობა, რომლითაც  გულშემატკივარს თავი შეაყვარა. ვარლამი არ იყო დამაჯერებელი და მის ჭიდაობას სანახაობრივი მხარეც ძალიან აკლდა. 

ამრიგად, საქართველოს ნარების კაპიტანი რეპეშაჟში გადაერთვება და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები