ესპანეთი

 2019/28/08 22:23

ესპანეთი
ლიონელ მესის დაბრუნება გადაიდო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბარსელონა ლა ლიგის მესამე ტურის მატჩს ლიონელ მესის გარეშე ჩაატარებს. კატალონიელები პამპლონაში ოსასუნას დაუპირისპირდებიან. გუნდს, რომელსაც საკუთარ მოედანზე ზედიზედ 27 შეხვედრა არ წაუგია.

ტრავმის შემდეგ, არგენტინელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სავარაუდოდ, მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. როგორც ჩანს, მისი აღდგენითი პროცესი ნელა მიმდინარეობს და ერნესტო ვალვერდე კლუბის ლიდერის დაბრუნებას არ ჩქარობს.

„ელ სადარზე“ სტუმრობის შემდეგ, სანაკრებო პაუზა იქნება და აქედან გამომდინარე, ლიონელ მესის ვალენსიასთან მოუწევს დაბრუნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები