ნაკრებები

 2019/03/08 04:16

ნაკრებები
ლიონელ მესიმ მორიგი სასჯელი მიიღო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, კონმებოლისგან მეორე სასჯელი მიიღო. მოგეხსენებათ, კოპა ამერიკაზე, მესამე მატჩისთვის შეხვედრაში წითელი ბარათის მიღების გამო, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამოტოვებს და ამასთან, ჯარიმის სახით 1.500 ამერიკული დოლარი გამოუწერეს.

მესიმ მეორე სასჯელი კონმებოლის მწვავე კრიტიკის გამო დაიმსახურა. მან ორგანიზაცია კორუფციაში დაადანაშაულა და მიიჩნევდა, რომ ბრაზილიას ძალით გაამარჯვებინეს. ამის გამო, არგენტინის ათიანი ნაკრებში 3-თვიანი დისკვალიფიკაციითა და ჯარიმის სახით 50 ათასი დოლარით დაისაჯა. 

დისკვალიფიკაცია ძალაში დღეს, 3 აგვისტოს შევა და 90 დღე გაგრძელდება. ამ დროში „ალბისელესტე“ სამ ამხანაგურ შეხვედრას: ჩილესთან, მექსიკასთან და გერმანიასთან გამართავს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები