ნაკრებები

 2019/25/07 00:30

ნაკრებები
ლიონელ მესი სასჯელს ვერ გადაურჩა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ჩილესთან მიღებული წითელი ბარათის გამო, კონმებოლმა ლიონელ მესის სასჯელი გამოუტანა.

არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს და ჯარიმის სახით, 1.500 ამერიკულ დოლარს გადაიხდის. 

მოგეხსენებათ, მესიმ გარი მედელთან კინკლაობის დროს პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. რის შემდეგაც, კონმებოლის გაკრიტიკება დაიწყო. ამის გამო, შესაძლებელი იყო, კიდევ რამდენიმე თამაში გამოეტოვებინა.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები