ლეგიონერები

 2019/05/06 16:51

ლეგიონერები
ლიგა 1-ში აღზევების სურვილი – ამირან სანაიას საინტერესო ინტერვიუ
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ამირან სანაიამ საფეხბურთო კარიერა ზესტაფონში დაიწყოსაქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ, მისით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ. ერთ-ერთი იყო ფრანგული ლე-მანი. 2007 წელს, ზესტაფონის მთავარ შემადგენლობაში თამაშის შემდეგ, ამირანი საფრანგეთში გადავიდა. ლე-მანის შემდეგ იყო ბასტიაში, 2013-2014 წლებში ლიუზნაკის რიგებში თამაშობდა. 2017 წლიდან საფრანგეთის მესამე ლიგის საფეხბურთო კლუბ როდეზის ღირსებას იცავს.

ამირან სანაიამ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში 2008 წლიდან დაიწყო და ექვსი შეხვედრა ჩაატარაეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წლის შემოდგომაზე ჰქონდა ყატარის წინააღმდეგ, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 მოიგეს. შემდეგ იყო მატჩი პორტუგალიელებთან და 2009 წლის ზაფხულში კუპერმა კვლავ იხმო ნაკრებში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურის კლუბი საფრანგეთის ლიგა 2-ში აღზევდა. Sport24-ი ამირანის ფრანგული ვოიაჟით დაინტერესდა და ინტერვიუ ჩაწერა:

ლიგა 2 და როდეზის სამომავლო გეგმები...

ამოვედით ლიგა 2-ში, თან საუკეთესო სეზონი იყო ყველა თვალსაზრისით. კარგი დაცვის წყალობით, ყველაზე ნაკლები გოლი გავუშვით და საუკეთესო შეტევით, ყველაზე მეტი გოლი გავიტანეთ. ქულების რეკორდი მოვხსენითშესაბამისად, ჩემპიონებიც გავხდით. მიზანს რაც შეეხება, პირველი წელია და სურვილი დარჩენაა, მაგრამ სეზონს როგორ დავიწყებთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არაფერია გამორიცხული.

საფრანგეთის მე-3 ლიგა...

საკმაოდ რთული სათამაშოა. ფიზიკური ორთაბრძოლებია, ტემპიც სწრაფია და ბევრი დუელი გვიწევს. შედარებაზე რა გითხრათ, არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ზოგადად, საფრანგეთის მესამე ლიგა კარგ დონეზეა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამ ლიგიდან, ლიგა 1-ში და ლიგა 2-ში ხდება ფეხბურთელების ტრანსფერები.

როდეზი და გულშემატკივრები...

როდეზი პატარა ქალაქია, თუმცა, მთლიანი რეგიონი – ავეირონი საკმაოდ დიდია. აქ უყვართ ფეხბურთი, მოდიან მაყურებლები. ამ მხრივაც ლიდერები ვიყავით – მესამე ლიგაში 5000-დან 7000-მდე გულშემატკივარი გვყავდა. ქომაგი ფეხზეც იდგა მნიშვნელოვან თამაშებზე. ლიგა 2-ში უფრო მეტი იქნება. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, საკმაოდ გამართული ბაზაა, სავარჯიშო სტადიონები... მოკლედ, კარგი პირობაა იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოს გუნდმა თავი. ამჟამად, სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

საფრანგეთი და ქართველები...

ქართველ ფეხბურთელებთან კონტაქტი არ მაქვს. მარტო გიორგი ჯობავასთან. ახლა სედანშია და მინდა გითხრათ, რომ პერსპექტიული ფეხბურთელია.

კარიერა და გადადგმული ნაბიჯები...

არასწორი გადაწყვეტილების წყალობით, იქ წავედი, სადაც არ უნდა წავსულიყავი. ამას მოჰყვა ტრავა, ოპერაციები... კარგა ხანი გაიწელა ეს ცუდი პერიოდი, მაგრამ წარსულს ჩაბარდა. ახლა ყველაფერი კარგადაა. აქ ვუყვარვარ, მენდობიან (კაპიტანი ვარ გუნდის). ნაკრებს რაც შეეხება, იმედია, უყურადღებოდ არ დავრჩები. ლიგასაკმაოდ კარგი დონისაა და თუ სისტემატურად ვითამაშებ, მწვრთნელისთვისაც საინტერესო იქნება. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ნაკრებში თამაში, გამომიცდია და ვიცი, სხვა ემოციაა შენი ნაკრების მაისურით თამაში.

სანაიას თვალით დანახული საქართველოს ნაკრები...

პროგრესი აშკარააერთა ლიგაზე კარგი შედეგი დადოამ ჯგუფში თამაში რთულიადიდი დონის ნაკრებები შეგვხვდა, თან ფეხბურთელების ტრავებიც დაემთხვა... და კიდევ ერთი პრობლემა გვაქვსფეხბურთელების უთამაშებლობა საკუთარ კლუბებშიპრაქტიკა მთავარია ფორმის შესანარჩუნებლადამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცუდს ვერაფერს ვიტყვი ვაისზე.

გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია....

ყველა ხედავს, რომ ჩაკვეტაძე დიდი ძალაა ნაკრებში და ძალიან ნიჭიერია. ასევეა ბევრი... მთავარია, პროგრესი განაგრძონ, ტრავმებმა არ შეუშალოთ ხელი. მათ ტოპ 5 ჩემპიონატში (ინგლისიესპანეთიიტალიაგერმანიასაფრანგეთითამაში შეუძლიათ, გუნდებში, რომლებიც ევრო ტურნირებზე გამოდიან.

ეროვნული ლიგა და დაბრუნების შანსები...

პრესის საშუალებით ვადევნებ თვალს. ჩემპიონატის ხარისხის მხრივ, პროგრესი არის. მაგრამ არასტაბილურობაა. ქუთაისის მაგალითი ავიღოთ და ბევრია კიდევ ასეთი ფინანსური პრობლემებით. ამ დროისთვის დაბრუნებას გამოვრიცხავ. არ შედის ჩემს გეგმებში აქედან წასვლა, მაგრამ მომავალში ვნახოთ, რატომაც არა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები