სხვადასხვა

 2019/12/09 00:10

სხვადასხვა
ლიეტუვა რონალდუს 150-ე მსხვერპლია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის განმავლობაში 150 სხვადასხვა გუნდს გაუტანა. უკანასკნელი ლიეტუვა იყო, რომელთანაც პოკერი შეასრულა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიელებმა მეტოქე 5:1 გაანადგურეს, ხოლო ოთხი გატანილი გოლის შემდეგ, რონალდუს ნაკრებში 93 ბურთი მოუგროვდა და ალი დაის სანაკრებო რეკორდს 16-ით ჩამორჩება.

– ფეხბურთს ინდივიდუალური ჯილდოების გამო არ ვთამაშობ. ისინი კოლექტიური მუშაობის შედეგია. არ მსურს მოვიტყუო, მაგრამ მათი მოგება სასიხარულოა. 

მნიშვნელოვანი გუნდის დახმარებაა. გოლი სერბეთსა და ლიეტუვას გავუტანე, რითაც ბედნიერი ვარ. ჩვენ ასე უნდა განვაგრძოთ, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

როგორც საერთაშორისო, ისე ამხანაგურ შეხვედრებში რონალდუმ 40 სხადასხვა ნაკრებს გაუტანა. მისი ფავორიტი შვედეთი, ლატვია, ანდორა და სომხეთია, რომელთაც 5-5 გოლი გაუტანა. საკლუბო დონეზე 110 გუნდს გაუტანა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ესპანური გუნდების კარში – სევილია (27), ატლეტიკო (25), ხეტაფე (23), სელტა (20) და ბარსელონა – 18.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები