ლეგიონერები

 2019/07/08 13:46

ლეგიონერები
ლევან მჭედლიძე იტალიაში რჩება?
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი, ლევან მჭედლიძე, სერია ბ-ს ბინადარ კოზენცას უნდა. 

ემპოლის დატოვების შემდეგ, ჩვენებური ახალი კლუბის ძიებაშია. 

ემპოლის პრიმავერას გუნდში 16 წლის ასაკში მისული ლევან მჭედლიძე ტოსკანურ კლუბს 13 წლის შემდეგ დაემშვიდობა.

კოზენცა 1914 წელს დაარსდა. კალაბრიული გუნდი საშინაო შეხვედრებს „სტადიო სან ვიტოზე“ მართავს, რომელიც 24 000 მაყურებელს იტევს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები