ეროვნული ნაკრებები

 2018/28/12 02:05

ეროვნული ნაკრებები
ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან ძლიერი მხარეები ვერ გამოვავლინეთ და ეს გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისთვის 2018 წელი, შეიძლება ითქვას, წარმატებული გამოდგა. „ბორჯღალოსნებმა“ ჯერ „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ დაასრულეს პირველ ადგილზე და რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც დაიბრუნეს. ივნისის ტესტ სერიის ჩაგდებისა და იტალიასთან მტკივნეული მარცხის შემდეგ, მილტონ ჰეიგის გუნდმა სამოა და ტონგა ბრწყინვალე სტილში დაამარცხა და მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.

მილტონ ჰეიგისა და  საქართველოს ნაკრების სრული სამწვრთნელო შტაბის თქმით, აღნიშნული შეხვედრები ნაკრების 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია. რა იქნება იაპონიის მუნდიალზე „ბორჯღალოსანთა“ მიზანი და როგორი მოლოდინებია გუნდში? ამასთან დაკავშირებით, Rugby.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ლევამ მაისაშვილმა ისაუბრა. 

 – მსოფლიო თასზე ემოციურად განსხვავებული თამაშები იქნება, ვიდრე ნებისმიერ ტესტ მატჩში და ყველა შეხვედრაში შეიძლება წარმატების მიღწევა. ჩვენი მიზანი მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა. ჩვენ ძლიერი მხარეები გვაქვს, რომლებიც წელს ფიჯისთან ვერ გამოვავლინეთ და ეს გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. ავსტრალიის, უელსის და ფიჯის ნაკრებებიდან, რომელია უფრო რთული მოწინააღმდეგე, წინასწარ არავინ იცის. თუ გავიხსენებთ, ფიჯი მსოფლიოზე ერთ თამაშს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებს და როდის მოხდება ეს, წინასწარ ვერავინ იტყვის. ჩვენ ამ სამივე თამაშში მაქსიმუმს ვეცდებით და რა გამოვა, იაპონიაში ვნახავთ. 

 

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები