ეროვნული ლიგა

 2018/22/12 15:20

ეროვნული ლიგა
ლევან კუტალია: დინამოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ავტორი
გოგა წურწუმია

ქუთაისის ტორპედოს ყოფილმა ფეხბურთელმა, ლევან კუტალიამ, Sport24-თან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თბილისის დინამო ტრანსფერს უახლოეს დღეებში დაადასტურებს.

– ტორპედოს რიგებში ყველა ტიტული მოვიგე. გუნდს დავეხმარე წარმატების მიღწევაში და კმაყოფილი ვარ. უთანხმოება არავისთან მქონია. კლუბს სურდა ახალი კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე. თბილისის დინამოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება. ვარიანტები უცხოეთიდანაც მქონდა, – განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, კუტალია ტორპედოში 2017 წლის პირველ ივლისს ჩაირიცხა. გასულ სეზონში მან 20 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები