ლეგიონერები

 2019/15/04 21:39

ლეგიონერები
ლევან ხარაბაძის სატრანსფერო ღირებულება 1.25 მილიონ ევრომდე გაიზარდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლევან ხარაბაძე შვეიცარიის სუპერ ლიგაში ძალიან კარგ სეზონს ატარებს. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში მწვრთნელის ნდობა მოიპოვა და უკვე ციურიხის ძირითად ფეხბურთელად იქცა. ჯამში, მას გუნდში 19 მატჩი დაუგროვდა და ანგარიშზე 1 გოლთან ერთად, 3 ასისტი აქვს.  

ლევანის წარმატებული თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ და გერმანული Transfermarket-ის მონაცემებით, მისი ფასი უკვე  1.25 მილიონ ევროს შეადგენს. 

გეტყვით იმასაც, რომ ლევანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც აქტიურად აკვირდება და ის ევრო 2020-ის საწყის ორ მატჩში სამატჩო განაცხადშიც იყო. 

ლევან  ხარაბაძე ციურიხში 2019 წლის იანვარში თბილისის დინამოდან გადავიდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები