ლეგიონერები

 2019/10/02 00:26

ლეგიონერები
ლევან ხარაბაძემ გრასჰოფერს გაუტანა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-20 ტურში, ლევან ხარაბაძის ციურიხმა გრასჰოჰერსს უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 19 წლის მცველი ციურიხს თბილისის დინამოდან შეუერთდა. 

გრასჰოჰერსის წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა. მან კუთხურიდან ჩამოწოდებულს თავი დაუხვედრა და ანგარიშიც გახსნა, ხოლო მისმა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

ციურიხი 28 ქულით მე-4 პოზიციაზეა. მორიგი მეტოქე კი, გათამაშების ლიდერი იანგ ბოისი იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები