სხვადასხვა

 2019/11/03 09:53

სხვადასხვა
ლევან ჩოხელის საოცარი ნოკაუტი ირანელი მებრძოლის წინააღმდეგ (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

10 მარტს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ოქტაგონზე MMA-ს (შერეული საბრძოლო ხელოვნება) სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს 75 კგ-ში გამართული ბრძოლა იწვევდა, რომელშიც ქართველი ლევან ჩოხელი ირანის სახელით მოასპარეზე შაჰრამ ჰაგს დაუპირისპირდა. 

ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თავიდან, ირანელმა პარტერში მცირე უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ ლევანმა გამოავლინა თავისი მებრძოლი სული და მეტოქე მძლავრი ნოკაუტით დაამარცხა. 

ლევან ჩოხელი

– უპირველეს ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელებს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის. მსურს, აღვნიშნო, რომ ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგე ჯერ არ მყოლია.  ირანელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე იყო, პარტერში ძლაიან კარგად მოქმედებდა, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მაინც შევძელი გამარჯვება.

 

წყარო: MMA საქართველო   


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები