ინგლისი

 2018/09/06 03:29

ინგლისი
ლესტერმა ევანსი დაიმატა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარმა, ლესტერ სიტიმ მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი ჯონი ევანსი დაიმატა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა იანვარში არსენალს უარი უთხრა. 

როგორც ირკვევა, ზამთარში ევანსი დარწმუნებული იყო, რომ ვესტ ბრომვიჩი არ დაქვეითდებოდა და ამ მიზეზით დარჩა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა და მაინც მოუხდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ფეხბურთელი „მელიების“ რიგებს 3.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 

„ამბიციური კლუბია და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვითამაშებ,“ განაცხადა ევანსმა ახალ კლუბში გადასვლის თაობაზე.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები