ლეგიონერები

 2018/11/06 12:00

ლეგიონერები
ლესტერი კვირკველიას არ ეშვება
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის ფეხბურთელი, საბა კვირკველია, შესაძლოა, ლესტერ სიტიში გადავიდეს. წყაროს ცნობით, „მელიების" ხელმძღვანელები „რკინიგზელთა" წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჩვენებურის სანაცვლოდ, 17 მილიონი ევრო შესთავაზეს. 

როგორც ირკვევა, ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს, „ჯვაროსანთა“ ხუთიანის გაშვება არ სურს, რადგან მომავალ სეზონში რუსეთის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა გასულ კვირას გამოცდილი მცველი, ჯონი ევანსი, დაიმატეს, რომელიც თავის დროზე, მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა. შეგახსენებთ, გასულ სეზონში 26 წლის კვირკველიამ 43 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები