NBA

 2019/16/06 03:51

NBA
წლის გაცვლა NBA-ში!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მომავალ სეზონში ენტონი დეივისი ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეუერთდება. გუნდებმა ტრეიდის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

ESPN-ის ცნობით, ლეიკერსი ლონზო ბოლს, ბრენდონ ინგრემს, ჯოშ ჰარტს და პირველი რაუნდის სამ პიკს შეელევა. მათ შორის, 2019 წლის ნომერ მეოთხე პიკს. 

ამ ტრეიდის განხორციელება გასულ სეზონშიც იგეგმებოდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. დეივისის შენარჩუნებამ პელიკანსს ვერ უშველა და ნიუ ორლეანელებმა რეგულარული მე-13 პოზიციაზე დაასრულეს.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, ლეიკერსის მთავარი სამიზნედ თავისუფალი აგენტი, კემბა უოკერი რჩება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები