ლეგიონერები

 2019/30/08 17:58

ლეგიონერები
ლეგიონერების გუნდები ჯგუფურ ეტაპზე დაწყვილდნენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მონაკოში გამართული ევროპის ლიგის წილისყრის შემდეგ, სამი გიორგის გენტი და ლაშა დვალის ფერენცვაროში ჯგუფებში დაწყვილდნენ.

ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერ ჯგუფებში მოხვდა, საიდანაც გასვლა მარტივი არ იქნება. გენტის მეტოქეები ვოლფსბურგი, სენტ ეტიენი და ოლექსანდრია იქნებიან. ფავორიტებად გერმანული და ფრანგული კლუბი უნდა მივიჩნიოთ.

ლაშა დვალის ფერენცვაროშის ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ფავორიტია – ესპანიოლი. ესპანელების გარდა, ფლეი-ოფში მოსახვედრად რუსული ცსკა და ლუდოგორეცი იბრძოლებენ.

პირველი ტურის მატჩები 19 სექტემბერს გაიმართება. გენტი ვოლფსბურგს ესტუმრება, ხოლო ფერენცვაროში ესპანიოლს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები